Hot line : 599647050

დასახლების საერთო კრება ქალაქ ჯვარში

16 February, 2017

დასახლებების საერთო კრება გაიმართა ქალაქ ჯვარში. საერთო კრებაზე არჩეულიქნა კრების რჩეული,მდივანი და წევრი. საერთო კრება უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური საკითხები, განსახორციელებელი პროექტები თუ სხვა მნიშვნელოვანი წინადადებები. ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია. შეხვედრაზე მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტებად დაასახელა შიდა გზების მოწესრიგება, ოჭანეს ასასვლელი გზის რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა, გაბიონის გამაგრებითი სამუშაოები მდინარე მაგანაზე, დასუფთავების გაუმჯობესება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები .

Share page