Hot line : 599647050

წლის საუკეთესო ანსამბლი ლაკადა

1 June, 2017

30 აპრილს, ქ. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა ‘’2017 წლის ფოლკლორული სიმღერების დათვალიერება-კონკურსი ’’-ს  დასკვნითი ტური, სადაც სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებულმა ბიჭუნათა ფოლკლორულმა ანსამბლმა ‘’ლაკადა ’’-მ  წლის საუკეთესო ანსამბლის წოდება მოიპოვა,  ანსამბლის ხელმძღვანელს  მურთაზ ციმინტიას ოქროს მედალი და დიპლომი გადაეცა.   ანსამბლის   მონაწილეებს საჩუქრებთან ერთად გადაეცა ას ლარიანი სადაზღვევო ვაუჩერი.

   ვულოცავთ  ანსამბლს  ამ  გამარჯვებას და  ვუსურვებთ   ახალ წარმატებებს.

 

Share page