Hot line : 599647050

22 თებერვალს 12:00 საათზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

20 February, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2018 წლის 22 თებერვლის  რიგგარეშე სხდომის 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი:

1. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: თეა სარია- მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

2. "წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: თემურ ღვინჯილია-საკრებულოს თავმჯდომარე

3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N39 დადგენილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერის მიერ მომხსენებლად დანიშნული პირი: ნანა კვარაცხელია - მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი.

Share page