Hot line : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

16 August, 2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს გრინ-ვეი ასრულებს.

სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას საშუალება მიეცემა ისარგებლოს ბუნებრივი აირით.

აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა,ობუჯის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბაკურ სონგულიამ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ წალენჯიხაში აშენდა მაღალი წნევის გაზსადენი, მოეწყო გაზგამანაწილებელი სადგური და დაიქსელა ქუჩები, ქალაქის მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა.

 

 

 

Share page