Hot line : 599647050

საბჭოთა ოკუპაციის დღე

25 February, 2022

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებმა,რომლებმაც ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა წერილები და ლექსები წაიკითხეს. ასევე შეასრულეს პატრიოტული სულისკვეთების სიმღერები.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა, მერის მოადგილე თამარ ბელქანია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი დარსალია.

 დასასრულს, სიტყვით გამოვიდნენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი ხარჩილავამ და თამარ ბელქანიამ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალი და რუსული აგრესია დაგმეს.

1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა.

 საქართველოში საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.

 https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/photos/pcb.4894017364023927/4894012284024435/

https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/photos/pcb.4894017364023927/4894013720690958

https://www.facebook.com/TsalenjikhaMunicipality/photos/pcb.4894017364023927/4894013720690958

Share page