Hot line : 599647050

მონიტორინგი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე

9 April, 2022

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა,ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია ,ამავე სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ირაკლი ძაძამია,მერის წარმომადგენელი მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და ჯგალი-მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა მონიტორინგის მიზნით მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ.

  აღნიშნულმა პირებმა მედანის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.

 აღმოჩნდა, რომ გზას გააჩნია მთელი რიგი პრობლემები,ბეტონის საფარი რიგ ადგილებში გაბზარულია,რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც მცოცავი ქანებით ასევე უხარისხო ბეტონით.

  აღნიშნულიდან გამომდინარე,პროექტის შესრულების ხარისხს შესაბამისი სამსახური და ზედამხედველობის ორგანო ერთდროულად შეისწავლის და ხარვეზებთან დაკავშირებით მითითებები გაიცემა შემსრულებელ კომპანიებზე,მათი გამოსწორების მიზნით.

  გარდა აღნიშნულისა,დათვალიერდა სოსელიას,თვალთვაძეს,სამეგრელოსა და იაკობ შანავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები.

  მონიტორინგი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე კვლავაც გაგრძელდება.

 

Share page