სამკითხველო დარბაზი შეივსო ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით,დაიდგა ახალი სტელაჟები, სანათები და წიგნადი ფონდი საბაზე ნომინირებული წიგნებით შეივსო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთავარ ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
სამკითხველო დარბაზი შეივსო ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით,დაიდგა ახალი სტელაჟები, სანათები და წიგნადი ფონდი საბაზე ნომინირებული წიგნებით შეივსო.
აღნიშნული პროექტი წალენჯიხის მეგობართა კლუბის, მამუკა ხახარაძის მხარდაჭერით განხორციელდა.
მამუკა ხაზარაძესთან ერთად სტუმტებს შორის იყვნენ კინორეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი, რუსთაველის თეატრის რეჟისორი და თეატრალური სარდაფის დამფუძნებელი ოთარ ეგაძე, გრაფიკოსი, ფერმწერი გოგი როინიშვილი,მწერალი და ჟურნალისტი, ლიტერატურული პრემია"საბა"-ს ორგზის ლაურეატი თეონა დოლენჯაშვილი,წიგნის ფესტივალი-ფრანგფურტში ფესტივალის წარმომადგენელი დეა მეტრეველი და სხვა გამოჩენილი მხატვრები და ლიტერატორები.
დღეიდან საფუძველი ჩაეყარა სამხატვრო მუზეუმს,ასევე დაანონსდა წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წალენჯიხაში ივნისის თვეში ჩატარდება ,სადაც მონაწილეობას ქართველი, უკრაინელი და აფხაზი ხელოვანები მიიღებენ.
დაანონსდა, რომ ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოვლენ ცნობილი ხელოვანები,ლიტერატორები, რომლებიც ფესტივალს სამ ლოკაციაზე-წალენჯიხა-ჯვარი- ფახულანი ჩაატარებენ ლიტერატურულ და სახელოვნებო საღამოებს.
მთავარი ბიბლიოთეკის ეზოში დამსწრე საზოგადოებას შეეძლო დაეთვალიერებინა ცნობილი მხატვრების ტილოები და ნამუშევრები, რომელიც საჩუქრად გადმოეცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.
დღეს ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ საზოგადოება "გრანელი"-ს დამფუძნებლები.რომლებმაც ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე დაანონსდა, რომ უახლოეს მომავალში დაფუძნდება თეატრალური სარდაფი და მუსიკალური სკოლა ოთარ ეგაძისა და მანანა დოინჯაშვილის ხელმძღვანელობით.
ასევე წალენჯიხაში იგეგმება თანამედროვე ხელოვნების საზაფხულო და აიტის სკოლა.ამავდროულად იქმნება ამერიკული აკადემია,სადაც ბავშვებს და ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება თანამედროვე სტანდარტების დონეზე დაეუფლონ უცხო ენებს.
ღონისძიების დასასრულს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ჩამოსულ სტუმრებს საჩუქრებისა და მომავალში განსახორციელებელი გეგმებისათვის მადლობა გადაუხადეს.
ჩამოსული სტუმრები ქალაქ ჯვარში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში გმირულად დაღუპულ ალექსანდრე ცაავას მშობელს მიუსამძიმრეს.