Hot line : 599647050

გამარჯვებულების დაჯილდოვება

20 April, 2022

  

 16 აპრილს ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი " გოჯუ რიუ კარატე-დო "-ში, 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შორის,სადაც წარმატებით იასპარეზეს წალენჯიხის სასპორტო ცენტრის"გოჯუ-რიუ კარატე -დო"-ს წრის მოსწავლეებმა.

 აღსანიშნავია მათე ტაბაღუას ორთაბრძოლა ,რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა გოჯუ-რიუ კარატეში(16-17 წ.თეთრი/ლურჯი/ყავისფერი).

 საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერეციამ ,რეგიონში გოჯუ-რიუ კარატეს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა ამავე ცენტრის მწვრთნელი მამუკა ტორუა.

 მოსწავლეებმა კი, საპრიზო ადგილები ასე გადაინაწილეს:

1. ანდრო კვარაცხელია-პირველი ადგილი (კატა),

მეორე ადგილი( კუმიტე);

2.მათე ტაბაღუა - მეორე ადგილი( კატა);

3.საბა აბულაძე- მეორე ადგილი( კატა);

მეორე ადგილი -(კუმიტე);

4.მათე გეთია - მესამე ადგილი (კატა),

მესამე ადგილი-( კუმიტე);

5.ლუკა მაგნიტნი - მესამე ადგილი( კატა),

მესამე ადგილი- (კუმიტე);

6.დიმა ჩანგელია - მეორე ადგილი (კუმიტე);

7.ნიკოლზ კალანდია - მეორე ადგილი (კატა);

  ასევე, 16 აპრილს, ქალაქ სენაკში, გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ტაიკვანდოში,სადაც მე-7 წონით კატეგორიაში ქალთა შორის გამარჯვებული წალენჯიხელი ლიზი ბობოხია გახდა.

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ , მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის დირექტორმა გელა თოლორაიამ

გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მწვრთნელებს ღირსეული გამარჯვება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

 

Share page