Hot line : 599647050

ზედა სასარიოს უბანში სამანქანე გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები მიმდინარეობს

1 May, 2022

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზედა სასარიოს უბანში სამანქანე გზის მოხრეშვა-მოშანდაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც (ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ასრულებს.

 მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ, მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ზარქუამ, მერის წარმომადგენელმა ქალაქ წალენჯიხაში გიორგი ჯინჯოლავამ და ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გელა კვარაცხელიამ დაათვალიერეს

მათთან ერთად ასევე,სათემო საბჭოს წევრი ავთანდილ ყალიჩავაც იმყოფებოდა.

 აღნიშნული სახის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ობუჯის,ეწერის,ნაკიფუს, მიქავას, ჯგალისა და საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.

 შიდა საუბნო გზებზე მოხრეშვითი სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდება.

 

Share page