Hot line : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს წვიმების შედეგად ზიანი ადგება

2 May, 2022

 ქალაქ წალენჯიხაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს წვიმების შედეგად ზიანი ადგება.

  კერძოდ: მთელ პერიმეტრზე წვიმის შედეგად დაზიანებულია ჭერი,მოსწავლეთა სახლის ფოიე, სამეცადინო ოთახები,საცეკვაო და საკონცერტო დარბაზები,სველი წერტილები და სამზარეულო.

  აღნიშნულიდან გამომდინარე,საკითხის შესწავლის მიზნით , წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა ადგილზე იმყოფებოდა.

 ა(ა)იპ სახელოვნებო -საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზატორის, მარინე შანავას თქმით, პრობლემების დროულად აღმოფხვრა თუ არ მოხდა,ამ შემთხვევაში მოსწავლეთა სახლის ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდება.

  ლაშა ზარქუამ აღნიშნა, რომ ამ საკითხს აუცილებელია გაეცნონ სპეციალისტები, შეისწავლონ იქ არსებული სიტუაცია და დაიდოს შესაბამისი დასკვნები

 

Share page