Hot line : 599647050

სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა

2 May, 2022

 

 

2 მაისს სატენდერო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა თავმჯდომარეობდა.

 სხდომას სატენდერო კომისიისა და ამავე კომისიის აპარატის წევრები ესწრებოდნენ.

 დღის წესრიგით განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების ელექტრონული ტენდერით შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა -შეფასება.

  კომისიის წევრებმა მოისმინეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ელექტრონული ტენდერით (სატენდერო განცხადების ნომერი NAT-220006130) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით,პრეტენდენტის(შპს "დიზაინი 2008-ს) მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

 კომისიამ დაადგინა: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების ელექტრონული ტენდერით (სატენდერო განცხადების ნომერი NAT-220006130), მონაწილე პრეტენდენტის შპს "დიზაინი 2008-ს"წინადადება შეფასდა და ჩაითვალოს გამარჯვებულად.

 ტენდერს მიენიჭოს სტატუსი- გამარჯვებული გამოვლენილია.

 

Share page