Hot line : 599647050

ვარვარა ბონდარენკოს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

9 May, 2022

 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალიამ, მერის წარმომადგენელმა ქალაქ წალენჯიხაში გიორგი ჯინჯოლავამ და ა(ა)იპ წალენჯიხის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის უფროსმა თამარ კვარაცხელიამ 94 წლის ომის ვეტერანს, ქალბატონ ვარვარა ბონდარენკო-ბელიაევას ფაშიმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვეს.

 საზოგადოების წარმომადგენლებმა, საკრებულოს წევრებმა, მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციამ, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მემორიალები და მელიტონ ქანთარიას საფლავი, ყვავილებით შეიმკო ასევე ლიაში შინმოუსვლელთა მემორიალი.

 

Share page