Hot line : 599647050

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

17 May, 2022

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 შეხვედრაზე ისაუბრეს მცირემიწიან ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

  მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე.

 დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში" ჩასატარებელი სამუშაოების დამტკიცებასთან არსებულ ხარვეზებზე.

  გიორგი ხარჩილავას თქმით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა თხოვნით, რათა შექმნილი მდგომარეობა არ გახდეს მიზეზი პროექტების დაუფინანსებლობისა.

  მუნიციპალიტეტის მერმა ასევე ისაუბრა, განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

 

Share page