Hot line : 599647050

18 მაისს, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში ჩატარდა ღონისძიებები სახელწოდებით ,,ქართული სამოსი“-ს დღე

18 May, 2022

18 მაისს, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში ჩატარდა ღონისძიებები სახელწოდებით ,,ქართული სამოსი“-ს დღე.

 ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა, კულტურის მუშაკებმა მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე.

 ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები.

  ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლები:

ბედინერა,ქალთა ანსამბლი-მაფშალია, სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრთან არსებული ანსამბლი-"იმედი", ქორეოგრაფიული ანსამბლები"სამა","მასქური",არტ-სკოლა "თოლიგე"და მხატვრული კითხვის ქომაგები.

 ღონისძიებებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა და მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდნენ.

 ეროვნული სამოსის დღე მეშვიდე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება და მისი მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.

#18მაისიეროვნულისამოსისდღე

 

Share page