Hot line : 599647050

მედანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

18 May, 2022

  მედანის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

 ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების,ხიდ-ბოგირებისა და ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.პარალელურად სამანქანე გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები გაგრძელდება.

 გარდა აღნიშნულისა, მცოცავი ნიადაგის შედეგად ბეტონის გზა რიგ მონაკვეთებზე დაზიანებულია და საჭიროებს ხელახალ რეაბილიტაციას.

  სამუშაოებს კომპანია -"პასაჟი საქართველო"ასრულებს.

  მიმდინარე სამუშაოებზე მონიტორინგის მიზნით მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია, ამავე სამსახურის ურბანული განვითარების, სივრცით მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია, მერის წარმომადგენელი მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში იური მიქავა და ჯგალი-მედანის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა მიქავა იმყოფებოდნენ.

  მონიტორინგი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაგრძელდება.

 

Share page