წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ,, სამეგრელოს რეგიონალური ჩემპიონატს ტაეკვონდოში" მასპინძლობდა
როგორც თქვენთვის ცნობილია,29 მაისს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ,, სამეგრელოს რეგიონალური ჩემპიონატს ტაეკვონდოში" მასპინძლობდა.
შეჯიბრში მონაწილეობა 11მუნიციპალიტეტის 200-მდე სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატი სხვადასხვა წონით კატეგორიაში,ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წესდების მიხედვით ჩატარდა.
საპრიზო ადგილზე გასული ყველა სპორტსმენი შესაბამისი კატეგორიის დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდა.
საუკეთესო გუნდის კატეგორიაში თასი გადაეცა სენაკის გუნდს. გამარჯვებულებს შორის,საპრიზო ადგილი დაიკავეს წალენჯიხელმა და-ძმა:ლიზი და ლუკა ბობოხიებმა.
გამარჯვებულებს შესაბამისი ჯილდოები, იმერეთის
რეგიონალური ტაეკვონდოს ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ, ნაკრების მწვრთნელებმა, ქალაქ წალენჯიხის მერიისა და ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის წარმომადგენლებმა გადასცეს.
გამარჯვებულებს, წლის ბოლოს,შერჩევის საფუძველზე, მიეცემათ შანსი, იასპარეზონ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში,გამარჯვების შემთხვევაში კი ტაეკვონდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ.
სამეგრელოს რეგიონალური ჩემპიონატი ტაეკვონდოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სასპორტო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.