Hot line : 599647050

ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა საინვენტარიზაციო კომისიის სხდომა

30 May, 2022

30 მაისს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო -მატერიალურ ფასეულობათა საინვენტარიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია უძღვებოდა.

 სხდომას ესწრებოდნენ, კომისიის წევრები: ბადრი კალანდია - ადმინტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; ლაშა კვარაცხელია - მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, კორნელ კვარაცხელია - კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ელენე ბერაია - იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ბესარიონ ძაძამია - უფროსი სპეციალისტი მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვისა და მატერიალური მარაგების შეძენის, წარმოების და სხვა ფორმით მიღების ასახვის საკითხებში, ირაკლი ხარჩილავა - მერის წარმომადგენელი ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაჟარა არქანია - მერის წარმომადგენელი მუჟავას ადმინინსტრაციულ ერთეულში და კახაბერ გოგოხია - მერის წარმომადგენელი ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში;

 საინვენტარიზაციო კომისიამ დაასრულა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხიხმგებელი პირების მიხედვით.

 კომისიამ იმსჯელა, რომ ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად შეიმუშვაოს წინადადებები ვალდებულებების აღრცხვისა და შიდა კონტროლის გასაუმჯობესებლად.

 საინვენტარიზაციო კომისია ინვენტარიზაციის პერიოდში გამოვლენილი დანაკლისის შესახებ,წერილობითი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას ხელმძღვანელობას, ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან შედარების დასრულებისთანავე.

 

Share page