Hot line : 599647050

მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ახალ შესამოსელთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

1 June, 2022

 წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ახალ შესამოსელთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.

  პრეზენტაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.

  შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ახალ სამოსელთან დაკავშირებული საკითხები.

 აღსანიშნავია,რომ მურთაზ ციმინტიას სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს განახლებული ეროვნული სამოსი რომ ჰქონოდა, ეს იდეა წალენჯიხის მერს გიორგი ხარჩილავას ეკუთვნის.

 მერის თქმით: სალოტბარო სკოლის მოსწავლეები არიან ჩამოყალიბებული შემოქმედები და ყველა საკონცერტო გასვლაზე მშობლიურ წალენჯიხაში დიდი ოვაციებით ბრუნდებიან.

 "ნელ-ნელა,ჩემთვის ჩუმად ვაკვირდებოდი მათ ხარისხს და ამ დაკვირვებაში აღმოჩნდა,რომ ამ ახალგაზრდებს აქვთ ძალიან დიდი მომავალი,მაგრამ სცენაზე არ ჩანდნენ იმ შემოსილობით,რაც მათ ხარისხს ეკადრებოდა.დაიბადა იდეა,რომ 30 - ივე მოსწავლეს ჰქონოდა შესაფერისი ეროვნული სამოსი,რაც შეესაბამებოდა ფოლკლორს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და საერთოდ ქართულ სიმბოლიკას." -აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.

 ამ იდეას ფრთა შეასხა მეგობართა კლუბის წევრმა მამუკა ხაზარაძემ.სწორედ მისი ფინანსური მხარდაჭერით შეიკერება სპეციალური სამოსი.

 ესთეტიურად დახვეწილ სამოსს კი, კონკურსში გამოვლენილი ქალაქ ჯვარის კოლეჯი ,ლაკადა' შექმნის.

 ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილებმა წარმოდგენილი ესკიზები და ესთეტიკის ნიმუშები მოიწონეს და მერს მადლობა გადაუხადეს.

  გიორგი ხარჩილავამ ამავდროულად ისიც აღნიშნა, რომ ესკიზებზე მუშაობა ჯერაც მიმდინარეობს და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ესკიზების დეტალების განხილვაში.

  დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის მუშაკები და კოლეჯი "ლაკადა"-ს თანამშრომლები.

 

Share page