Hot line : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ზღვაიას დასახლებაში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ოდაბადე"-ს პედაგოგს, ნიკოლოზ მალაზონიას და ნორჩ ქორეოგრაფთა მშობლებს შეხვდა.

3 June, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ზღვაიას დასახლებაში არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ოდაბადე"-ს პედაგოგს, ნიკოლოზ მალაზონიას და ნორჩ ქორეოგრაფთა მშობლებს შეხვდა.

ზღვაიას დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების თხოვნაა ანსამბლის პედაგოგის შენარჩუნება,რადგან, ისინი, როგორც სოციალურად დაუცველები, უსახსრობის გამო ვერ იხდიან ყოველთვიურ გადასახადს და ბავშვებისთვის ვერ ყიდულობენ სპეციალურ ფორმებს.

მშობლების თქმით:

თუ ფინანსური მხარდაჭერა არ ექნებათ, შესაძლოა

ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოდაბადე" დაიხუროს.

 აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას თანადგომას და ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვენ.

ასევე მათ დასძინეს, რომ : ეს ანსამბლი 5 წელია ზღვაიას დასახლებაში ფუნქციონირებს და წარმატებით გადის სხვადასხვა ფესტივალზე.

მისი დაშლით კი, ახალგაზრდა თაობა დიდ დანაკლისს მიიღებს,რადგან ზღვაიაში სხვა ანსამბლი არ არსებობს.

მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მათ დახმარება აღუთქვა და დაჰპირდა, რომ სექტემბრის თვიდან აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება და ნორჩი ქორეოგრაფები კიდევ დიდ ხანს წარმატებით შეძლებენ მშობლიური კუთხის წარმოჩენას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გამართულ ფესტივალებზე.

 

Share page