Hot line : 599647050

ფორმულა ჯგუფი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მეორე პროექტის განხორციელებას იწყებს.

29 June, 2022

 ფორმულა ჯგუფი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მეორე პროექტის განხორციელებას იწყებს.

 დღეს, წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის საჭადრაკო სკოლას ფორმულა ჯგუფის წარმომადგენლები ესტუმრნენ და იქ არსებული სიტუაცია დაათვალიერეს.

 ტელეკომპანია „ფორმულა“-ს გენერალური დირექტორის,ზურა გუმბარიძის თქმით, წალენჯიხელ ახალგაზრდებს მალე თანამედროვე სტანდარტების სტილის საგანმანათლებლო მულტიმედიური საჭადრაკო სახლი ექნებათ,რომელიც კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვება.

 ჭადრაკის სახლში მყოფ სტუმრებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ ჭადრაკის სკოლის მოსწავლეების მიღწეული წარმატებები და ამ სახლის ისტორიული ტრადიციები გააცნეს.

 ასევე, წალენჯიხელი პოეტის, ტერენტი გრანელის მიერ შესრულებული ესკიზები წარადგინეს, რომელიც წიგნის სახით გამოიცემა და 10 ოქტომბერს, „გრანელობის“ სახალხო დღესასწაულზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

 

Share page