დასუფთავების სამუშაოები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე
სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრში დასაქმებული ტექნიკური მუშაკები დღეს ზღვაიას ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ.
დასუფთავების სამუშაოები წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ ცენტრალური საავტომობილო გზის ზოლზე განხორციელდა.
აქვე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ, რომელთაც შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
დასუფთავების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიაზე ყოველდღიურად განხორციელდება.