მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის და ტრენინგ ცენტრის დირექტორს ლია ბუკიას მასპინძლობდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის და ტრენინგ ცენტრის დირექტორს ლია ბუკიას მასპინძლობდა.
შეხვედრას ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ლანა შენგელია და ა(ა)იპ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საერთაშორისო კულტურის ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის, განათლების სამინისტროს მიერ პარტნიორი ორგანიზაცია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით და ტრენინგ ცენტრის დაფინანსებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთათვის ტრენინგი ჩატარდა "სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია".
60 მონაწილისაგან შემდგარ ჯგუფს საერთაშორისო განათლების კულტურის ხელოვნების ინსტიტუტის მიერ მოწვეული ტრენერი მარინა მამულია და ლია ბუკია ხელმძღვანელობდა.
ტრენინგის მიზანი იყო, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულებს მიეღოთ საჭირო ინფორმაცია,რათა პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო,კი ვერ მოხერხდა სერტიფიკატების გადაცემა.
დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღმზრდელ პედაგოგებს 17 ივლისს, საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ სერტიფიკატები.
შეხვედრაზე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ კვლევითი ინსტიტუტი აგრძელებს ტრენინგების ჩატარებას,რადგან საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იზრდება და უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნა გახდა.
საქართველოს მთავრობან სკოლამდელ პროგრამასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტანდარტები 2017 წელს დაამტკიცა, სადაც აღნიშნული საკითხი გაწერილია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ აღნიშნა, დიალოგში ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტი განათლების მხარდაჭერაა. აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი მზადაა ითანამშრომლოს განათლების დარგის ექსპერტებთან, რათა ხელი შეუწყონ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.