სალიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო
სალიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ამორტიზირებული ბეტონის საფარისა და ბორდიურის დანგრევა მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში,ტროტუარები დეკორატიული ფილებით მოეწყობა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ათენ როუდ-ი ასრულებს.