ანგარიშების მოსმენა გრძელდება.
ანგარიშების მოსმენა გრძელდება.
დღეს, 14 ივლისს, იანვრიდან დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებისგან,წინასწარ დამუშავებული კითხვარების შესაბამისად, მოისმინა ანგარიში დღემდე გაწეული მუშაობის შესახებ.
ანგარიშის მიზანია, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლების მუშაობის ოპერატიულობისა და ეფექტურობის,მოსახლეობასთან კომუნიკაციის შეფასება და მომავალ მუშაობაზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
შეხვედრას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდია, მერის თანაშემწე ბექა ჩაჩიბაია და საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი კობა კაკაჩია.
მოსმენილიქნა ანგარიში მედანისა და ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების მიერ გაწეული სამუშაობის შესახებ.
მერის წარმომადგენლებმა პასუხი გასცეს კითხვებს შედგენილი საინფორმაციო კითხვარის მიხედვით.
ანგარიშის კითხვარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
სტატისტიკა მიმდინარე საქმის წარმოებაზე, მოქალაქეთა განცხადებების დროულ რეაგირებაზე.
ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ;
სოფლის პროგრამებს, თუ რამდენი პროექტი გამოიკვეთა და საერთოდ რა ეტაპზეა პროგრამის მიმდინარეობა;
ჯანდაცვის პროგრამებზე (ერთჯერადი და სხვადასხვა პროგრამები);
ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე აქტივობები: განათლების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის სფეროში.
დასუფთავებისა და კეთილმოწყობის (ინფრასტრუქტურა) სფეროში შექმნილი მდგომარეობა დასუფთავების, კანალიზაციის, წყალმომარაგებისა და განათების მხრივ;
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მიღებული და მომავალში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.საუბარი შეეხო სათემო საბჭოების არჩევნებს, თანამონაწილეობით ბიუჯეტს და მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
მერის წარმომადგენელებმა ისაუბრეს ასევე სოციალურად დაუცველთა დასაქმების საკითხებზე, საბავშვო ბაღებში მოსაგვარებელ პრობლემებზე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებაზე და სხვა საკითხებზე.
მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ მერის წარმომადგენელებთან კვლავ გაგრძელება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, რომ მსგავსი სახით ანგარიშის მოსმენა გაწეული მუშაობის შესახებ ა(ა)იპ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთანაც ჩატარდება. რაც მნიშვნელოვანია, საქმის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის.