14 ივლისს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა
„ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..“ – ნოდარ დუმბაძე.
დღეს, 14 ივლისს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში მწერლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება წალენჯიხის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუნუ შანავამ გახსნა.
შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენებიქნა ფრაგმენტები კინოფილმებიდან: „მე,ბებია, ილიკო და ილარიონი“ , „მე ვხედავ მზეს“ და „კუკარაჩა.
ასევე, ბიბლიოთეკის ნორჩმა მკითხველებმა მწერლის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
შემოქმედებით საღამოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდა.
მან მწერლის შემოქმედებასა და ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა.
ასევე,წალენჯიხის მერის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა განათლების მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკების გაძლიერებაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში და ბოლოს დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში, წალენჯიხის საბავშვო ბიბლიოთეკას, საჩუქრად, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემა.
შედგა დისკუსია მოწვეულ სტუმრებს შორის და აღინიშნა, რომ სოფლის ბიბლიოთეკებს სერიოზული მხარდაჭერა ესაჭიროებათ.