16 ივლისს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, არტ-ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
დღეს, 16 ივლისს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, არტ-ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, არტ-გალერიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა ვლადიმერ შანავას სახელობის სპორტ-დარბაზში მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მოზარდების მიერ შექმნილი 150-მდე ნამუშევარი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა მიერ შექმნილი ქანდაკებები, ფერწერული ტილოები.
პროექტი ,,არტ ფესტივალი" წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის-წალენჯიხის,სენაკის,აბაშისა და ზუგდიდის 150-ზე მეტი მოზარდი იღებდა.
მონაწილეებს მასტერკლასები თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა, მხატვრებმა და სტუდენტებმა ჩაუტარეს.
,,არტ-ფესტივალი" მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მხატვრის მამუკა ცუცქირიძის თქმით, ნახატებისა და სკულპტურების გამოფენა, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ხაზთანაც გაიმართება.