18 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა ჩატარდა.
დღეს,18 ივლისს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა ჩატარდა.
სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;
ახალშობილთა ოჯახები ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში;
დიალიზზე მყოფი პაციენტები;
იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები;
შინმოვლის პაროგრამაში მყოფი პაციენტები;
კომატოზური დაავადებების მქონე პაციენტები;
მრავალშვილიანი ოჯახები;
მოქალაქეები(დევნილი)საცხოვრისით უზრუნველყოფის ფარგლებში;
დედ-მამით ობოლი ბავშვები;
დიდი სამამულო ომის მონაწილე.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას.