Hot line : 599647050

ამერიკის ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

19 July, 2022

  ამერიკის ელჩი საქართველოში ქალბატონი კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

  აღსანიშნავია, რომ წალენჯიხის ისტორიაში ელჩის ვიზიტი პირველად შედგა.

  გიორგი ხარჩილავამ ელჩს წალენჯიხის სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მზადაა ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხალხის საკეთილდღეოდ.

 მხარეებმა დაათვალიერეს ის პროექტები, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 ვიზიტის ფარგლებში,კელი დეგნანი ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაშიც იმყოფებოდა და სტუდენტებს გაესაუბრა.

 

Share page