ფარვანას საწინააღმდეგო ღონისძიებები
საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში,სურსათის
ეროვნული სააგენტო სიმინდის ფარვანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს.
ფართობები თერმული ნისლითა და ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
გამოიყენება ისეთი პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია მცენარეთა სხვა მავნებლების საწინააღმდეგოდაც.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით,მავნებლებთან ბრძოლის საწინააღმდეგო ღონისძიებები საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ყველა ტერიტორიაზე განხორციელდება.