Hot line : 599647050

სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

1 August, 2022

ქალაქ წალენჯიხაში, ეკლესიის მიმდებარედ, სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

 ამ დროისთვის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის (პირველი ფენის) დაგება დასრულებულია.

 პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ გზაზე ასევე განხორციელდება გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ათენ როუდ"-ი ასრულებს.

 აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ავთანდილ გაბელია, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსთან გელა სალიასთან ერთად.

 

 

 

 

Share page