Hot line : 599647050

მერიის პირველი სართულის,ფოიესა და სველი წერტილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

10 August, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული, ინფრასტუქტურული პრობლემების მოწესრიგების მიზნით მერიამ ელექტრონული ტენდერების საშუალებით საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვა განახორციელა.

შესყიდული საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საუძველზე, ელექტრონული ტენდერების საშუალებით მოხდა სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.

არსებულ პროექტებს შორის ერთ- ერთ პროექტს , მერიის პირველი სართულის,ფოიესა და სველი წერტილის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა.

ანტისანიტარია, გაუმართვი ელექტროგაყვანილობა, დაზიანებული სველი წერტილები, კარები, კედლები, კედლებზე ნესტი, სოკოვანი წარმონაქმნები, ჭერი და ა.შ. წალენჯიხის მერიის პირველი სართულის რეალობა გახლდათ, რომლის შესახებაც სახელმწიფო აუდიტის, ასევე შიდა აუდიტის ანგარიშებშიც კი (რეკომენდაციებში) აისახა.

ამჟამად მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფოიეს და სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს ,, დავითი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში დაასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ამით ზემოთაღნიშნული პროპლემებიც მოგვარდება.

 

Share page