Hot line : 599647050

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში

17 August, 2022

წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024-ის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე მოქალაქეებთან შეხვედრები გამართეს.

 საკონსულტაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს მიწის სიტემური რეგისტრაციის რეფორმაზე სრული ინფორმაცია მიეწოდათ.

 შეხვედრაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები ,მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.

 სააგენტოს წარმომადგენლებმა მოქალაქეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

 აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-24 წლებში სისტემური წესით, ეტაპობრივად სძინავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი,ფოთი)არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.

 

Share page