Hot line : 599647050

საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

18 August, 2022

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, აკვაპარკ „ანაკლიაში“, სოციალურად დაუცველმა ბავშვებმა დაისვენეს.

აკვაპარკის ადმინისტრაციამ მთელი დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის სხვადასხვა მუსიკალური და გასართობი ღონისძიებები დაგეგმა.

დღის ბოლოს ბავშვებს აკვაპარკის ადმინისტრაციამ და კომპანია „კოკა-კოლამ“ საჩუქრები გადასცეს.

 

 

Share page