Hot line : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პედაგოგთა გაერთიანებული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი მაია კობახიძე და პედაგოგთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი წალენჯიხაში თამთა კაკაჩია იმყოფებოდნენ

5 September, 2022

დღეს, 5 სექტემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში პედაგოგთა გაერთიანებული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი მაია

კობახიძე და პედაგოგთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი წალენჯიხაში თამთა კაკაჩია იმყოფებოდნენ.

 აღნიშნული პირები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის პირველ მოადგილეს ივანე ბურდულს, მერის მოადგილე თამარ ბელქანიას, სკოლამდელ სააღმზრდელო -საგანმანათლებლო დაწესებულებათა ცენტრის ხელმძღვანელ ლანა შენგელიას და მოწვეულ იურისტ პეტრე წურწუმიას შეხვდნენ.

  შეხვედრის თემა ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელ სააღმზრდელო -საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში მიმდინარე რეფორმები გახლდათ.

  შეხვედრაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხებსა და წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.

  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მზაობას გამოთქვამენ, რათა პროფკავშირი დეტალურად იყოს ჩართული, მათშორის, კომისიის მუშაობის მიმართულებით.

 მერია მიესალმება როგორც პროფკავშირების, ასევე არასამთავრობო სექტორის ჩართულობას, რათა საზოგადოებაში ბაღში მიმდინარე პროცესების შესახებ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს.

 

Share page