Hot line : 599647050

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 240 ცალი პლასტმასის სანაგვე ურნა გადასცა

6 September, 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 240 ცალი პლასტმასის სანაგვე ურნა გადასცა.

  პროექტი მთელი რეგიონის მასშტაბით განხორციელდა.

 ნაგვის ურნები სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

 გარდა ამისა მომავლისთვის დაგეგმილია სხვადასხვა ზომის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონტეინერების შემოტანა, წლის ბოლოს კი, მუნიციპალიტეტს ახალი ნაგავმზიდი მანქანა გადმოეცემა.

შეიძლება იყოს შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება

 

Share page