Hot line : 599647050

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

9 September, 2022

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

  პროექტის ფარგლებში საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ამ ეტაპზე კუხეშის უბანში არსებული სამანქანე ხიდზე გარე განათების,ხოლო ნაგურუს უბანში სასმელი წყლის მილების მოწყობა მიმდინარეობს.

  ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო მოედანზე გარეგანათებები მოეწყო და ღობის შეღებვა მიმდინარეობს.

  შეგახსენებთ, რომ 2022 წელს

სახელმწიფოს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა.

  ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ შეირჩა.

  პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 150-მდე პროექტი განხორციელდება.

 

Share page