სამუშაო შეხვედრა გაიმართა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ,მერის პირველ მოადგილე ივანე ბურდულთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული სამსახურებისა და განყოფილების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
თითოეული სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლისგან კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე სხვადასხვა პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეფასდა, ასევე, მერიაში შემოღებულ დისციპლინურ საკითხსაც გაესვა ხაზი.
ინფორმაციების მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, ყველა მათგანს მომავალი კვირის მანძილზე განსახორციელებელი სამუშაოები განუსაზღვრა.
გიორგი ხარჩილავას თქმით: ყოველი კვირის სამშაბათს, ყველა სამსახურის უფროსისგან მიიღებს ინფორმაციას განხორციელებული სამუშაოების,ხარვეზებისა და მომავალში შესასრულებელი საკითხების შესახებ.