შეხვედრა ახალი, ხუთწლიანი „ძლიერი სოფლის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია USAID-ის ექსპერტებს დინა კარიესსა და შალვა ფიფიას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ახალი, ხუთწლიანი „ძლიერი სოფლის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებით, პროექტების განხორციელება გახლდათ.
პროექტის განხორციელების მთავარი მიზანია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის დახმარება, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გახსნა და ხელშეწყობა.
ახალი პროგრამა კერძო სექტორის ჩართულობით, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით და მიზნობრივი საგრანტო ინვესტიციების განხორციელებით, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
შემოსავლების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა მზაობა გამოთქვა, მაქსიმალურად ითანამშრომლოს USAID-თან და სახელმწიფო სტრუქტურებთან,რათა შესაძლებელი გახდეს ახალ პროექტებზე მუშაობა .