სამესხიოს ბაღის რეაბილიტაცია
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სამესხიოს უბნის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის მიერ იქნა შერჩეული.
სამუშაოების დასრულების შემდეგ,სამესხიოს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს კომფორტულ გარემოში შეეძლებათ სწავლის გააგრძელება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ ეტაპზე 71 პროექტი მიმდინარეობს, 31 კი დასრულებულია.