Hot line : 599647050

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

25 September, 2022

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გარეგანათებების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.

 ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 ნაკიფუ-ლეჟასა და სააბულაძოს უბნებში სასმელი წყლის მილებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ასევე მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში.

 ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით,51 პროექტი მიმდინარეა, 20 დასრულდა.

 შეგახსენებთ, რომ 2022 წელს

სახელმწიფოს მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 644 000 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 54 000 ლარი დაემატა.

 ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის მიერ შეირჩა.

 პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში 150-მდე პროექტი განხორციელდება.

 

Share page