Hot line : 599647050

ახალი პროექტი წალენჯიხაში

7 October, 2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მცხოვრები 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის, ევროპული ფასეულობებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ:   

  პროექტის ფარგლებში გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით,სადაც ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა გაევლოთ რეგისტრაცია და ყოფილიყვნენ ახალი პროგრამის მონაწილე.

 ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ სასაწავლო, გაცვლით თუ მოხალისეობრვი პროგრამებში ჩაერთონ (Erasmus+, European Solidarity Corps, და ა.შ), მიიღონ სტიპენდია და იმოგზაურონ მთელს ევროპაში სრულიად უფასოდ .

 პროექტი იძლევა შესაძლებლობას:

ახალგაზრდებმა გაიღრმავონ ცოდნა ევროკავშირის ფუნქციონირებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ;

 დახვეწონ საჯარო გამოსვლისა და დებატების ტექნიკები ფართო აუდიტორიის წინაშე;

პროექტი მოიცავს :

I ეტაპი - „ევროკავშირის სკოლა“- 7-9 ოქტომბერი;

II ეტაპი -კარლ პოპერის დებატები - 21-23 ოქტომბერი

III ეტაპი - პროექტის შემაჯამებელი ფორუმი, სერტიფიკატებით დაჯილდოება.

პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერტიფიკატი!

  აღნიშნულთან დაკავშირებით, EECMD წალენჯიხის ჰაბში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია ესწრებოდნენ.

  სიტყვით გამოსვლისას აღნიშნეს,პროექტის მნიშვნელობაზე, ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებაზე.

ახალგაზრდების ჩართულობაზე ყველა მნიშვნელოვან პროექტებთან დაკავშირებით,თამარ ბელქანიამ ამავდროულად თითოეულ ახალგაზრდას თანადგომა აღუთქვა და მეტი წიგნიერებისაკენ მოუწოდა.

  აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელებას აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და ჩამოსულმა სტუმრებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

   „მეტი ევროპა - მეტი შესაძლებლობა“ პროექტის განხორციელება შესაძლებელს ხდის „რეგიონების უზრუნველყოფას ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერებას დემოკრატიისათვის“.

   DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით.

  პროექტი მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.

#მეტიევროპა #მეტიშესაძლებლობა #DriveDemocracy #EECMD #USAID_Georgia #ProActiveGroupGeorgia #EuropeanYearofYouth2022

 

Share page