Hot line : 599647050

გრანელობა 2022-ის ფარგლებში პირველი ღონისძიება

7 October, 2022

დღეს, 7 ოქტომბერს, გრანელობა 2022-ის ფარგლებში პირველი ღონისძიება წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციით გაიხსნა.

 ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ გახსნა.მან დარბაზში დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა პოეტი,ახალგაზრდა თაობას კი, გააცნო არა როგორც პოეტი,არამედ როგორც მხატვარი.

 ლექციაზე ტერენტისადმი მიძღვნილი ლექსები,წერილები,ციტატები და სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული ამონარიდები წაკითხულ იქნა.

პედაგოგებმა, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეტის მიერ დაწერილი ცნობილი ლექსები წაიკითხეს.

 საჯარო ლექციის დასარულს, ნაჩვენებ იქნა ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი მცირე მეტრაჟიანი ფილმი, რომელიც პოეტის ცხოვრებისეულ დეტალებს მოიცავდა.

ლექციას დისკუსიის სახე ჰქონდა და დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა საოცარი ტერენტი.

 

Share page