Hot line : 599647050

უხვი ნალექის (წვიმის )გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა.

11 October, 2022

  უხვი ნალექის (წვიმის )გამო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრობლემები შეიქმნა.

 ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები,ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონები.

 დაიმეწყრა გზის მონაკვეთები,მათ შორის, ჩამოიშალა ფახულანი-ჭველეს დამაკავშირებელი ხიდი,რომელზეც გადაადგილება შეუძლებელია.

 დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები.

 ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სასმელი წყლის მილები,რის შედეგადაც 80-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

 ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები.ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

 მთელი ღამის განმავლობაში გზის მონაკვეთებზე მუშაობდა ტექნიკა და იწმინდებოდა გზები ჩამოშლილი შლამისგან.

  სტიქიის შემსწავლელი კომისია ადგილებზე ეცნობა არსებულ პრობლემებს,რათა მოხდეს ზარალის აღმოფხვრა.

 

Share page