Hot line : 599647050

სტიქიამ ნაპირსამაგრი გაბიონები ჩამოშალა

11 October, 2022

 სტიქიის შედეგად ქალაქ წალენჯიხაში, ტაბიძის ქუჩის მდინარე ჭანისწყლის სანაპირო ზოლზე მთლიანად ჩამოიშალა ნაპირდამცავი გაბიონი.

 მუჟავაში ნუკრი ჩხაპელიას ოჯახის თხილნარი ჩამოიშალა და მდინარემ წაიღო.

 ობუჯში,სასონგულიოსა და სქურდილას უბანში, სასმელი წყლის მილები და საყრდენი ბოძები ჩამოიშალა და 50-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

 

Share page