Hot line : 599647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

18 October, 2022

 დღეს, 18 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა ჩატარდა.

 სხდომას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ხელმძღვანელობდა.

 სხდომას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: მაია მიქავა-ფრაქცია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე და გონერ კვარაცხელია -ფრაქცია "წალენჯიხა საქართველოსთვის"თავმჯდომარე, კომისიის წევრები სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან.

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის გადაწყვეტილებით, დაფინანსდნენ:

 ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული, საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტები;

 თირკმლის დიალეზზე მყოფი პაციენტები;

  მუდმივად და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილი პირები;

  ახალშობილები, მრავალშვილიანი ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები;

  ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები;

  სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები;

  შშმ. პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები;

 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სხდომა პროგრამულად თვეში ერთხელ ან ორჯერ იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების დაფინანსებას.

 

Share page