Hot line : 599647050

ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

19 October, 2022

ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

 პროექტის ფარგლებში 9 აპრილის სკვერი და დავით აღმაშენებლის პანო სრულად რეაბილიტირდება.

 მიმდინარეობს მერიის უკან მდებარე ეზოს,სავალი ბილიკებისა და საპირფარეშოს სრული რეაბილიტაცია.

 ასევე ქალაქის შემოსასვლელში 9 აპრილის ქუჩაზე ტურისტული სტენდისა და შადრევანის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

  აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ადგილზე გაეცნო.

 

Share page