შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ა (ა) .ი.პ-ის დირექტორებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.
დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსაქმებლებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მხარეებმა, იმსჯელეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
როგორც დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს მსგავსი სახის შეხვედრები და მონიტორინგი ახალი პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით კვლავაც გაგრძელდება.