მონიტორინგი სტიქიისაგან დაზიანებულ მიქავასა და ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულებში
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,ნაკიფუ-მიქავას მაჟორიტარ დეპუტატთან რომან კვარაცხელიასთან და მერის წარმომადგენელთან მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში გოგი ჯოლოხავასთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის საკვარაცხელიო-სამიქაოს დამაკავშირებელი გზა უხვი ნალექის შედეგად ჩამოირეცხა და დაიმეწყრა, მეწყერმა დააზიანა მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებიც.
მეწყერმა და ძლიერმა წვიმამ დააზიანა ასევე ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეულის ზედა ულურიის უბანში სამანქანე გზა.
აღინიშნა, რომ გზები საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას და მოსაწყობია მეწყერისაგან დამცავი გაბიონები და სანიაღვრე არხები.