სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში სოფელ ეწერში ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, მოეწყო გარე განათების სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები.
გარდა აღნიშნული პროექტისა,ეწერში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შიდა საუბნო გზების მოხრეშვა,გარე განათებების მოწყობა და ხიდბოგირების რეაბილიტაცია განხორციელდა.
პრიორიტეტები სოფელ ეწერში მოსახლეობასთან კრებებისა და კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა