Hot line : 599647050

თხილის კულტურის პროგრამის განხორციელების ფარგლებში,ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კულტურის სახლის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

4 November, 2022

  თხილის კულტურის პროგრამის განხორციელების ფარგლებში,ქალაქ წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კულტურის სახლის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

  შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

 მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას.

 სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით - საბრუნავი საშუალებებისათვის.

სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

 შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, საკრებულოს წევრები და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

#ქართულითხილი

#ახალიპროგრამა

#თხილისხელშეწყობისპროგრამა

 

Share page